ძლიერმა ქარმა რუსთავის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

2017-03-20 18:15:08

ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა რუსთავის მოსახლეობას. სპორტის ქუჩის #2-ში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე წაიქცა. გარდა ამისა დაზიანებულია საცხოვრებელი ბინის სახურავები. ამ დროისთვის ცხელ ხაზზე მოსახლეობის მიერ განხრციელებული 5 ზარი ფიქსირდება. რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები პრობლემებს ადგილე ეცნობიან.