განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მარნეულის მუნიციპაილიტეტს სტუმრობდა. მინისტრმა და მხარის გუბერნატორმა #2 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ნოვრუს ბაირამობის დღესასწაული მიულოცეს. სკოლის აღსაზრდელებმა დღესასწაულის დადგომა ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა სტუმრებს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.