რუსთაველი მოკრივე ფინალში გასასვლელად იტალიელ მოკრივეს ხვდება.

2017-03-20 13:14:03

რუმინეთის ქალაქ ბრაილაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 64 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებს რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული. ლაშამ პირველ შეხვედრაში ტურნირის ფავორიტი რუსი მოკრივე გამოთიშა ასპარეზობას, მეორე შეხვედრა გამართა ნორვეგიელთან, სადაც ასევე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. იოლად დაამარცხა ადგილობრივი რუმინელი მეტოქე, რის შემდეგაც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. დღეს, 20 მარტს საქართველოს დროით 15:00 საათზე ლაშა გურული ფინალში გასასვლელად იტალიელ მოკრივესთან იბრძოლებს. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელია რუსთავის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ეკრანზე. შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია და ბოლო სამი წლის საუკეთესო ტექნიკის მქონე მოკრივე.