დილით სხვადასხვა ადგილზე ორი ავარია მოხდა (ფოტოები).

2017-03-20 11:35:25

ქალაქში დილით სხვადასხვა ადგილზე ორი ავარია მოხდა. დაახლოებით 10 საათზე დავით აღმაშენებლის და დავით გარეჯის დამაკავშირებელ (სასაფლაოებისკენ მიმავალ) ხიდზე "ჰონდას" და "ნისანის" მარკის ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახნენ. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევა დილით, 08:30 საათზე მოხდა მეგობრობის გამზირზე, როგორც თვითმხილველმა "ინფო რუსთავს" განუცხადა ფეხით მოსიარულეს სამგზავრო მიკრო-ავტობუსი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.