ავარიის გამო საცობია მაგისტრალზე (ფოტოები).

2017-03-20 10:18:41

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე დაახლოებით 09:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ოპელის" და "ფოლსვაგენის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული არის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, დაშავდა "ოპელის" მარკის მძღოლი, საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. 

შემთხვევის შედეგად მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. მძოლებს რომლებიც თბილისის მიმართულებით მიდიან ლილოს გზით უწევთ წასვლა.