გაზით 3 ადამიანი მოიწამლა.

2017-03-19 21:44:06

ბუნებრივი აირის ნამწვის ინტოკსიკაციით 3 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა დაახლოებით 20 საათზე გურამიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მოიწამლნენ 40 და 60 წლამდე ქალბატონები და 70 წლამდე მამაკაცი. სამივე პირი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და უკვე ბინაზე გაწერეს.