წყლის მილი შეცდომით ბუნებრივი აირის სისტემას მიუერთეს (ვიდეო).

2017-03-19 15:03:42

გაზის მილის არასწორად დამონტაჟების მორიგი შემთხვევა რუსთავში. მე-16 მიკრორაიონის ერთ-ერთ ბინაში წყლის მილი შეცდომით გაზის სისტემას შეუერთეს, რის შემდეგაც 36 ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზის“ თანამშრომლები  ადგილზე მუშაობენ, საჭირო გახდა გაზის მრიცხველების ჩამოხსნა და მათგან წყლის ჭავლის გამოდევნა. მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის ბოლოს აღუდგება. მსგავსი შემთხვევა რუსთავში უკვე მესამედ დაფიქსირდა. კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ  გაზდანადგარები თვითნებურად არ დაამონტაჟონ და დახმარებისთვის კვალიფიციურ კადრებს მიმართონ.