რუსთაველმა მოკრივემ რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა და 1/4 ფინალში გადავიდა.

2017-03-19 12:44:47

რუმინეთის ქალაქ ბრაილაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 64 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებს რუსთაველი მოკრივე ლაშა გურული. ლაშამ პირველ შეხვედრაში ტურნირის ფავორიტი რუსი მოკრივე გამოთიშა ასპარეზობას, მეორე შეხვედრა გამართა ნორვეგიელთან, სადაც ასევე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მომდევნო 1/4 ფინალური ბრძოლა გაიმართება დღეს 19 მარტს რუმინელ მებრძოლთან. შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია და ბოლო სამი წლის საუკეთესო ტექნიკის მქონე მოკრივე.

ლაშა გურულს რუსთაველები მერიის წინ განთავსებულ მონიტორთან 18:30 საათიდან უგულშემატკივრებენ.