ხანძრის დროს 23 წლის ბიჭი დაიღუპა (ვიდეო).

2017-03-19 10:56:16

ცენტრალური პარკის მიმდებარედ არსებულ საწარმოს 3 ვაგონს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება მოხერდხდა თუმცა ხანძარს 1 პირი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით ერთერთ ვაგონში 23 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც თავის დაღწევა ვერ მოახერხა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "ინფო რუსთავისთვის" არიც ცნობილი მამაკაცი საწარმოში დარაჯად მუშაობდა. ამ მომენტისთვის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.