ექიმი-პედიატრი vs პაციენტის მშობელი (ვიდეო).

2017-03-18 22:20:02

„ინფო რუსთავის“ გვერდის მკითხველმა ვიდეომასალა მოგვაწოდა, რომელშიც ასახულია, რომ ექიმი-პედიატრი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მაღალი სიცხის მქონე პაციენტის მიღებაზე უარს ამბობს. როგორც ბავშვის მშობელი აცხადებს, ის თავდაპირველად თავის სადაზღვეო კომპანიას დაუკავშირდა, რომელშიც განუცხადეს, რომ ე.წ ცოცხალი რიგი დაეკავებინა, თუმცა რამდენიმე ხნიანი ლოდინის შემდეგ, როდესაც რიგში მისი ჯერი დადგა, ექიმის სამუშაო საათები უკვე დასრულებული იყო, ამიტომ მან პაციენტი აღარ მიიღო.  როგორც სადაზღვეო კომპანია GPI-ში აცხადებენ, პაციენტი მათი კლიენტი არ არის და კომენტარს სხვა დეტალებზე არ გააკეთებენ.