რუსთავის საკალათბურთო დარბაზში სუპერლიგის მეოთხე წრის პირველი ტური გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „რუსთავი“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით 88:69 რუსთაველების გამარჯვებით დასრულდა. თამაშში ყველაზე მეტი ქულა „რუსთავიდან“ რევაზ ჩაჩანიძემ (23 ქულა), „სოხუმიდან“ კი ალექსანდრ ტიჩენკომ (17 ქულა) დააგროვა. შემდეგ შეხვედრას „რუსთავი“ სტუმრად „ოლიმპის“ წინააღმდეგ გამართავს.