"ინფო რუსთავს" ძაღლების ჩხუბის ამსახველი ვიდეო ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. ვიდეო დუშეთის მუნიციპალიტეტშია გადაღებული და მასში ჩანს, თუ როგორ აპირისპირებენ ადგილობრივები ცხოველებს.
შეგახსენებთ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს და ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე ისჯება. მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც დაფიქსირდა.