"იყოლიეთ 5 შვილი, თქვენ ევროპის მომავალი ხართ" - ერდოღანი ევროპაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდებს.

2017-03-18 12:51:33

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, რომ ხუთი შვილი იყოლიონ, რათა გამრავლდნენ დაევროპის მომავალი“ იყვნენ.  ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ჩემს მოქალაქეებს, ევროპაში მცხოვრებ ძმებსა და დებს მოვუწოდებ, არა თუ სამი, არამედ ხუთი შვილი იყოლიეთ. ადგილი, სადაც თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ, ახლა თქვენი სამშობლოა. მოითხოვეთ თქვენი უფლებები. გახსენით უფრო მეტი ბიზნესი, თქვენი შვილები საუკეთესო სკოლებში გაუშვით, იცხოვრეთ საუკეთესო უბნებში, ატარეთ საუკეთესო მანქანები, იცხოვრეთ ყველაზე ლამაზ სახლებში და რაც მთავარია, იყოლიეთ ხუთი შვილი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თქვენ ევროპის მომავალი ხართ. ეს იქნება საუკეთესო პასუხი იმ ანტაგონიზმზე და უსამართლობაზე, რომელსაც თქვენ უპირისპირდებით “ - განაცხადა ერდოღანმა ქალაქ ესქიშეჰირში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.