გადაბელვის სამუშაოები დაიწყო.

2017-03-17 20:29:44

რუსთავში ხეების გადაბელვა მიმდინარეობს. ააიპ "უზრუნველყოფა" გადაბელვის სამუშაოებს რამდენიმე ქუჩაზე ახორციელებს. სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, ააიპ "უზრუნველყოფა" ხეების გადაბელვას კონკრეტულ ლოკაციებზეც უზრუნველყოფს. სამსახური გადაბელვების სეზონის განმავლობაში სამუშაოებს ქალაქის მასშტაბით გააგრძელებს.