ქართველი პროგრამისტების წარმატება.

2017-03-17 19:41:46

კომპანია Google-ს საერთაშორისო შეჯიბრებაზე სახელწოდებით Hashcode ქართველმა პროგრამისტებმა მეორე ადგილი დაიკავეს და დასკვნითი ტურისთვის ემზადებიან. გიორგი საღინაძის, ნიკა ჯიმშელეიშვილის, ირაკლი მერაბიშვილისა და აკაკი მამაგეიშვილის გუნდი ALL IN კონკურსში მონაწილე ევროპისა და აფრიკის 2815 გუნდს შორის იყო. შეჯიბრებაზე სულ 26 ათასი სტუდენტი მონაწილეობდა. დასკვნით ტურში კი, რომელიც 1 აპრილს პარიზში Google-ის ოფისში გაიმართება, 50 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კონკურისის შედეგები Hashcode-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. (იქედან გამომდინარე, რომ აკაკი მამაგეიშვილი კონკურსში შვეიცარიიდან მონაწილეობდა, მე-2 ადგილზე გასულ ქვეყნად საქართველოსთან ერთად შვეიცარიაცაა მითითებული).