პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონში შესტან ცვლილებათა პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ახალი რეგულაციის მიხედვით, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა არა 6 თვით, არამედ 1 წლით ჩამოერთმევა, თუმცა ვადაზე ადრე მართვის მოწმობის დაბრუნება მძღოლებს მისი ჩამორთმევიდან 3 თვის შემდეგ გამოცდის ხელახლა ჩაბარებით ან დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდით შეეძლებათ. დღესდღეობით არსებული წესით ნასვამ მძღოლებს მართვის მოწმობა 6 თვით ერთმევათ, მისი დაბრუნება კი 700 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდით მეორე დღესვე შეუძლიათ. კანონპროექტის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა.
შეგახსენებთ, კანონში შესატანი ცვლელებების მიხედვით, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა და უკონტაქტო პატრულირებაც შემოდის.