,,ქალაქ რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის” პრეზენტაცია.

2017-03-17 15:41:59

თბილისში სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ პროექტის „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში” ფარგლებში ,,ქალაქ რუსთავის ღია მმართველობის სტრატეგიის” სამუშაო დოკუმენტის განხილვა გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას მხარის გუბერნატორი  პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რუსთავის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტით ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რის შედეგადაც  ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი 416 665 ევროს ოდენობით მოიპოვა, ხოლო რუსთავის  მერიის ფინანსური თანამონაწილეობა 10%-ს შეადგენს. პროექტს რუსთავის მერია, ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.