„ჩვენ გვეყოლება რუსთაველი და რუსთავისთვის ძალიან ცნობილი მერობის კანდიდატი“

2017-03-17 13:42:15

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა, თემატური ჯგუფების ლიდერები სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. მიმართულებების ხელმძღვანელებს შორის არის  დავით კირკიტაძეც, რომელიც რეგიონული მიმართულების ჯგუფს უხელმძღვანელებს. დავით კირკიტაძის განცხადებით, ახლო მომავალში კონფერენციები დაიგეგმება, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებს აირჩევენ.

როგორც დავით კირკიტაძე „ინფო რუსთავთან“ საუბარში აცხადებს, რუსთავის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერის პოზიციაზე  „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე კანდიდატს განიხილავს, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს. „რუსთავის მერობის რამდენიმე კანდიდატი გვყავს, თუმცა ჩვენ გვეყოლება რუსთაველი და რუსთავისთვის ძალიან ცნობილი მერობის კანდიდატი“- აღნიშნა კირკიტაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თემატური ჯგუფები და მათი ლიდერები შემდეგნაირად განისაზღვრა:

  •     საგარეო ურთიერთობათა მიმართულებას სალომე სამადაშვილი უხელმძღვანელებს,
  •     ეკონომიკურ მიმარათულებას – რომან გოცირიძე,
  •   სამართლებრივი საკითხები – ლევან ბეჟაშვილი,
  •   ადამიანის უფლებები – მირდატ ქამადაძე,
  •    ჯანდაცვა და სოციალური საკითხები – პეტრე ცისკარიშვილი,
  •    პოლიტიკური მიმართულება – აკაკი მინაშვილი,
  •   რეგიონული მიმართულება – დავით კირკიტაძე,
  •    სტრატეგიულ კომუნიკაციების განსაზღვრას – ნინო კალანდაძე,
  •   არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერობა – კოტე იოსელიანი,
  •   განათლებას და მეცნიერებას – მარიკა გერსამია,
  •   მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა – გიორგი პატარია,
  •   თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებას – გიორგი ბარამიძე,
  •   კრეატივი და ინოვაციები – ნინო ლაპიშვილი,
  •  ანტიკორუფციულს – გიორგი ონიანი, კულტურას – გიორგი როინიშვილი.