"თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში"

2017-03-17 12:41:16

სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" პროექტ "თანასწორი შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში შეხვედრა იმართება, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილიც ესწრება.
ღონისძიებაში 500-მდე პირი მონაწილეობს, მათ შორის ეროვნულ, რეგიონულ, და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, “ქალთა ოთახების” მენეჯერები, სოფლის რწმუნებულები, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და რეგიონებში მცხოვრები ქალები და მამაკაცები, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს, მოტივაციის წყაროებს, კონკრეტულ მაგალითებსა და მიღწევებს წარმოადგენენ.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს პატრონაჟით ტარდება.