გაზის მილში წყლის მილი - უკვე მეორე შემთხვევა (ვიდეო).

2017-03-16 21:59:43

ბათუმის ქუჩაზე აბონენტმა წყლის გამაცხელებლის მონტაჟი არაკვალიფიციურ ხელოსანს ანდო რომელმაც წყლის მილი ბუნებრივი აირის მილის მიუერთა, შედეგად კორპუსის მაცხოვრებლები რამდენიმე საათით ბუნებრივი აირის გარეშე დატოვა. გამოძახებიდან ადგილზე დროულად მივიდა "სოკარ გაზი ჯორჯია"-ს თანამშრომლები რომლებიც ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ და ცდილობენ მოსახლეობას ბუნებრივი აირი დროულად მიაწოდონ.

შეგახსენებთ რომ მსგავსი შემთხვევა 2 დღის წინ მაიაკოვსკის ქუჩაზე მოხდა, სადაც წყლით 2 საცხოვრებელი სახლის მილები და მრიცხველები გაივსო.