ესპანეთის პოლიცია ქართველების დაკავების კადრებს ავრცელებს (ვიდეო).

2017-03-16 20:39:59

ესპანეთის პოლიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს შემდეგი სახის ინფორმაცია გავრცელდა - „ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში ეროვნული პოლიციის აგენტებმა 48 პირი დააკავეს და 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს. გამომძიებლებმა ერთდროულად 15 მისამართზე განახორციელეს ღონისძიება და შედეგად, ნაპოვნია საიუველირო ნაკეთობები, ელექტრონული მოწყობილობები, 13 000 ევრო და ბინების გატეხვის ინსტრუმენტები. აღნიშნული ოპერაციისა და განხორციელებული დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გაიხსნა, დანაშაულები ჩადენილ იყო მადრიდსა და მურსიაში.

გამოძიება გასული წლის მარტს დაიწყო. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი გამოავლინა, რამაც პოლიციის აგენტებს საშუალება მისცა დაეკავებინათ 48 პირი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან“.