სოფლის განვითარების სტრატეგია.

2017-03-16 16:22:44

საგამოფენო დარბაზში "ექსპო ჯორჯია", საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა. სტრატეგია 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს გასაზღვრავს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრემიერის შემდეგ სიტყვით სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოვიდა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას მთავრობის წევრები და რეგიონის გუბერნატორები ესწრებიან, "ექსპო ჯორჯიაში" იმყოფება ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილიც.