ეჭვიანობის ნიადაგზე, კაცი მოკლა და ცოლს ყურები მოაჭრა.

2017-03-15 20:26:47

რუსთავის საქალაქო სასამართლომ  მამაკაცი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე მეზობელი კაცი მოკლა და ცოლს ყურები მოაჭრა, დამნაშავედ სცნო და 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით - სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში, ..- ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს და მეზობელს დასჯისა და წამების მიზნით როგორც ფიზიკურად, ასევე ბლაგვი საგნების გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანს დანით მარცხენა ყური მოაჭრა. ..- მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი მეზობელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეუღლემ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

ორი პირის მიმართ ჩადენილი წამებისთვის ბრალდებულს რუსთავის საქალაქო სასამართლომ  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით  (მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით ასევე 111-1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით) 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.