დიმა ობოლაძემ "რუსთავი 2" დატოვა და "იმედში" გადავიდა.

2017-03-15 18:26:57

ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–დან “იმედში” გადაინაცვლა. ობოლაძე "იმედში" სპორტული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს და “ქრონიკის” სპორტულ ბლოკს გაუძღვება.  სპორტის კომენტატორი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში" 21 წლის განმავლობაში მუშაობდა, ის სპორტის მიმომხილველი და გადაცემა “სხვა შუადღის” წამყვანი იყო. დიმა ობოლაძის “იმედში” გადასვლას “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარმია “ფეისბუკში” გამოეხმაურა. მან ეს ფაქტი ატილიო ლომბარდოს იტალიის “სერია A”-ს ერთ–ერთი საუკეთესო გუნდიდან ინგლისის “პრემიერ ლიგის” საშუალო დონის საფეხბურთო კლუბში გადასვლას შეადარა "ჰო, რა იყო მერე, ატილიო ლომბარდოც გადავიდა 1997ში იუვენტუსიდან კრისტალ პალასში"- წერს ნიკა გვარამია.