ავტოსაგზაო შემთხვევა მერიასთან.

2017-03-15 16:04:23

რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძოდ, რუსთაველისა და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ოპელისა" და "კიას" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შემთხვევა დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.