ავარიას რუსთაველი მამა-შვილი ემსხვერპლა (ვიდეო).

2017-03-15 15:50:49

გუშინ დღის 15:00 საათზე ხაშური-ბორჯომის მაგისტრალზე სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელიც რუსთავიდან ხაშურის მიმართულებით მოძრაოდა ხეს დაეჯახა. შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ავტომობილში მამა-შვილი და ბებია იმყოფებოდა. ავარიის შედეგად 35 წლის მამაკაცი ზ.კ და მისი 10 წლის გოგონა ს.კ ადგილზე გარდაიცვალნენ, ბავშვის ბებია კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც გარდაცვლილთა ოჯახის წევრები „ინფო რუსთავთან“ საუბარში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დაღუპულები კი რუსთავში ლესელიძის ქუჩაზე უკვე გადმოასვენეს. ავარიის ამსახველ ვიდეომასალას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.