მამაკაცი ავტომობილის მართვის დროს გარდაიცვალა (ვიდეო).

2017-03-15 12:00:08

ავტომობილის მართვის დროს 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით 11:00 საათზე რუსთავის №2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპული მამაკაცის ახლობლების თქმით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.