57 მუშა სამსახურში აღდგენას ითხოვს.

2017-03-15 11:40:53

,რუსთავის აზოტიდანგათავისუფლებულმა მუშებმა  რუსთავის საქალაქო სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. 57 მუშა სამსახურში აღდგენას ითხოვს. აზოტელ მოსარჩელეებადვოკატირებას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის იურისტები უწევენ.

შეგახსენებთ, ,,რუსთავის აზოტიდან 2017 წლის იანვრის ბოლოს საწარმოში დასაქმებულ 350 თანამშრომელი გაათავისუფლეს, რასაც შემდგომში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოყვა.