"ვაკე-ტაქსმა" მგზავრობის ტარიფი გაზარდა.

2017-03-14 22:39:50

კომპანია "ვაკე-ტაქსმა" მგზავრობის ტარიფი გაზარდა. ხვალიდან მგზავრებს გადაადგილება ნაცვლად 2 ლარისა 2.5 ლარად მოუწევთ. "ინფო რუსთავი" კომპანია "ვაკე ტაქსი"-ს დირექტორს დაუკავშირდა და ტარიფის მატების მიზეზი იკითხა. გელა შავერდაშვილი - "კომპანიას უკვე 3 წელია გადაჰყავს მგზავრები რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და უკან, მთელი ამ ხნის მანძილზე მიუხედავად სხვადასხვა პრობლემებისა ჩვენ ვცდილობდით რომ მგზავრობის ტარიფი შეგვენარჩუნებინა ამ მომენტამდე, თუმცა საწვავზე და სათადარიგო ნაწილზე ფასის მატების გამო იძულებულები ვართ მგზავრობის ტარიფი გავზარდოთ".

კომპანიაში ასევე აცხადებენ რომ მუშაობენ საკითხე რომლის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ძველი ტარიფით სარგებლობის საშუალება ექნებათ.