მონიკა არქანიას კიდევ ერთი გამარჯვება.

2017-03-14 21:18:36

რუსთაველი სპორტსმენი მონიკა არქანია ბაქოში გამართულ აზიის პირველობიდან გამარჯვებული დაბრუნდა. კიკბოქსიორი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მონიკამ ზედიზედ 3 შეხვედრა 1 დღეში ჩაატარა. პირველი 2 შეხვედრა ოდნავ რთული გამოდგა, მესამე ბრძოლა კი ნოკაუტით დაასრულა. რუსთაველი სპორტსმენის მოწინააღმდეგეები ირანელი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები იყვნენ. შეჯიბრში მონაწილეობას: რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთი, ირანი და უკრაინის სპორტსმენები იღებდნენ. მონიკა არქანიამ პირველი ადგილი დაიკავა და აზიის ჩემპიონატის ქამრის მფლობელი გახდა.