დავით ჯიქია მოსახლეობას შეხვდა.

2017-03-14 20:31:26

რუსთავის მერი მოსახლეობას შეხვდა. დავით ჯიქია მე-19 და მე-12 მიკრორაიონებში მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ქალაქის მერმა მისამართებზე არსებული პრობლემების შესახებ მოსახლეობისგან პირადად მოისმინა, გარდა ამისა ბოლო პერიოდში მომხდარი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შემთხვევების გამო მოსახლეობას პრევენციის თვალსაზრისით შესაბამისი რეკომენდაციები გააცნო.