"გავხსენით კამფორი და წყალი წამოვიდა" (ვიდეო).

2017-03-14 18:59:43

რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე „სოკარ-ჯორჯია გაზის“ 32 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ამის მიზეზი მოქალაქის მხრიდან თვითნებურად დამონტაჟებულმა მილებმა გამოიწვია, კერძოდ ერთ-ერთმა აბონენტმა გაზის სისტემას შეცდომით წყლის მილი შეუერთა, რამაც გაზის მრიცხველებში და მილებში წყლის დაგროვება და ბუნებრივი აირის მიწოდების ავარიული გათიშვა გამოიწვია. ამ დროისთვის კომპანიის 4ეკიპაჟი მრიცხველებს ხსნის და წყლის ჭავლისგან ათავისუფლებეს, პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება. კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზის“  წარმომადგენლები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, იმისთვის რომ მსგავსი პრობლემები თავიდან აიცილონ გაზდანადგარები თვითნებურად არ უნდა დაამონტაჟონ.