ალექსანდრე კობაიძემ შესაძლოა რუსთავის მერობაზე იყაროს კენჭი.

2017-03-14 17:21:56

„ხალხის პარტიას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს, პოლიტიკურ პარტიას ალექსანდრე კობაიძე უხელმძღვანელებს. აქამდე „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილი იყო,რომელმაც აღნიშნული პოლიტიკური პარტია დატოვა. ცოტა ხნის წინ პარტიის ყრილობა გაიმართა, რომელსაც 500 დელეგატი ესწრებოდა. ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, „ხალხის პარტიის“ ოფისები რეგიონებში გაიხსნება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ოფისი რუსთავშიც განთავსდება. როგორც კობაიძე „ინფო რუსთავთან“ საუბარში აღნიშნავს, ის რუსთავში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა არც გამორიცხავს.

შეგახსენებთ, ალექსანდრე კობაიძემ რუსთავის მერის არჩევნებზე თავისი კანდიდატურა 2014 წელს წარადგინა.