28 წლის ბიჭი მატარებელმა გაიტანა.

2017-03-14 13:52:50

ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში ორი დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცი მატარებელმა გაიტანა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 28 წლის ბიჭს ყურსასმენი ეკეთა და ამიტომ მატარებლის სიგნალი ვერ გაიგო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: newposts.ge