გაზის გამაცხელებლების შემოწმება დაიწყო.

2017-03-14 12:14:09

"სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრმა მერიის თანამშრომლებთან ერთად გაზის გამაცხელებლების შემოწმება დაიწყო. ფართო მასშტაბიანი სამუშაოები ამ დროისთვის XVIII და XIX მიკრო-რაიონებში ხორციელდება. მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, გაფრთხილება და ინსტქუტაჟი თუ როგორ და რა პირობებში უნდა განთავსდეს საცხოვრებელ ბინაში წყლის გამაცხელებელი. სულ ქალაქის მასშტაბით 41 000 აბონენტის გაფრთხილება იგეგმება. „სოკარ გაზის“ წარმომადგენლის განცხადებით თუ წყლის გამაცხელებელი არაა ყველა სტანდარტის დაცვით დაყენებული და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მფლობელისა და კომპანიის წარმომადგენლის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე შედგება შესაბამისი აქტი და წყლის გამაცხელებელზე დაილუქება გაზის მილი.

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის 150 ფაქტი აქედან 8 ლეტალურად დამთავრდა.