დაპირისპირება მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის (ვიდეო).

2017-03-13 22:08:17

გუშინ გვიან ღამით "ინფო რუსთავს" მოქალაქე დაუკავშირდა და რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ აცნობა. "ინფო რუსთავი"-ს ჯგუფი რამდენიმე წუთში ინციდენტის ადგილზე მივიდა, თუმცა მაღაზიის მეპატრონემ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა, დღეს კი მაღაზიის თანამშრომლებთან გარკვეული დეტალების დაზუსტება მოხერხდა.

მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით - „შემოსულები იყვნენ, უნდოდათ ალკოჰოლური სასმელის წაღება. გამყიდველს მიაყენეს შეურაცხყოფა, რის გამოც გამყიდველმა გამოიძახა დაცვის პოლიცია და მერე დაცვის პოლიციასა და ამ ახალგაზრდებს შორის მოხდა შელაპარაკება. მათ უნდოდათ ნისიაზე პროდუქციის გატანა და გამყიდველმა მათ არ მისცა ამის საშუალება.“

"ინფო რუსთავი" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს - "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, დაკავებული იყო 5 პირი, აქედან ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც გულისხმობს წვრლიმან ხულიგნობას. დანარჩენი სამი კი, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო".

არსებული ინფორმაციით მაღაზიაში იმყოფებოდა ორი პირი, კამათმა და შელეპარაკებამ შუა ქუჩაზე გადაინაცვლა, დაკავების დროს კი, მათ კიდევ სამი პირი გამოექომაგა რის შემდეგაც ხუთივე ადამიანის დაკავება მოხდა.