აზოტმა პროფკავშირებს ხელშეკრულება შეუწყვიტა.

2017-03-13 19:49:14

საწარმო აზოტმა პროფკავშირებს ხელშეკრულება გაუწყვიტა. მიზეზად სახელდება ის, რომ პროფკავშირებს ხელშეკრულება "შპს რუსთავის აზოტთან" ჰქონდათ  დადებული და არა "სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტთან". როგორც ინფო რუსთავს აზოტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა გელა ბიჭიაშვილმა განუცხადა - "თანამშრომლების 50 პროცენტზე მეტის ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ კომისიამ ყურად იღოს ჩვენი მოთხოვნა. თანამშრომლებს უნდათ შეინარჩუნონ პროფკავშირი, როგორც თავიანთი შრომითი უფლებების დამცველი და გამომხატველი ორგანიზაცია. ხელმოწერების შეგროვება წინა კვირაში დაიწყო და ორ დღეში დასრულდება".

დღეს გახდა ცნობილი რომ აზოტის საწარმოდან დათხოვნილი თანამშრომლების სარჩელი, რომელიც პროფკავშირებმა მოამზადა, საქალაქო სასამართლოში განსახილველად ხვალ შევა.