ავარია მაგისტრალზე, მძღოლები უკვე 1 საათია საცობში დგანან (ფოტოები).

2017-03-13 19:16:20

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად მძღოლებს გადაადგილება უჭირთ. მგზავრების თქმით ისინი უკვე 1 საათზე მეტია საცობში არიან. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი, მიკრო-ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ფოტოები გვერდის მკითხველმა მოგვაწოდა რისთვისაც მადლობას ვუხდით. დეტალებს ვაზუსტებთ.