ხვალიდან წყლის გამაცხელებლების შემოწმება იწყება (ვიდეო).

2017-03-13 17:02:48

"სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრში მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსთავის მერიასა და სოკარ გაზის თანამშრომლებს შორის გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საჭირო ღონისძიებების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას, გაფრთხილებასა და ინსტქუტაჟს თუ როგორ და რა პირობებში უნდა განთავსდეს საცხოვრებელ ბინაში წყლის გამაცხელებელი. როგორც „ინფო რუსთავისთვის“ გახდა ცნობილი 14 მარტიდან სპეციალურად შექნილი ჯგუფები დაიწყებენ ქალაქის სხვადასხვა მიკრო-რაიონებში გასვლას, პირველ ეტაპზე დაგეგმილია მე-18 და მე-19 მკ.რაიონებში წყლის გამაცხელებლების შემოწმება, სულ კი ქალაქის მასშტაბით იგეგმება 41 000 აბონენტის გაფრთხილება. „სოკარ გაზის“ წარმომადგენლის განცხადებით თუ წყლის გამაცხელებელი არაა ყველა სტანდარტის დაცვით დაყენებული და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მფლობელისა და კომპანიის წარმომადგენლის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე შედგება შესაბამისი აქტი და წყლის გამაცხელებელზე დაილუქება გაზის მილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის 150 ფაქტი აქედან 8 კი ლეტალურად დამთავრდა. შეხვედრის შემდეგ „ინფო რუსთავთან“ კომენტარი გააკეთა რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ნოდარ შეროზიამ და „სოკარ ჯორჯია“ გაზის რუსთავის სერვის ცენტრის მენეჯერმა გელა წერეთელმა. ნახეთ ვიდეო.