მოსწავლე გოგონების 17%-ს ალკოჰოლი არასდროს მიუღია.

2016-11-01 18:14:10

ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო კვლევის მიხედვით,საქართველოში მოსწავლეთა 22%-მა თრობა 13 წლის, ან უმცროს ასაკში გამოსცადა.გამოკითხული მოსწავლეების 85%-მა, მათ შორის ბიჭების 86%-მა და გოგონების 83%-მა აღნიშნა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი. ქართველ მოსწავლეთა შორის, ყველაზე ხშირად მოხმარებული სასმელი ღვინოა - 40%, შემდეგ მოდის ლუდი 36%, სპირტიანი სასმელები 30% და ალკოპოპი 14%,მოსწავლეთა 73%-ს კი ერთხელ მაინც აქვს მიღებული ენერგეტიკული სასმელი. ყველა სასმელს გოგონებზე მეტად, ბიჭები ღებულობენ,ქართველ მოსწავლეთა 43%-მა აღნიშნა, რომ სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც დამთვრალა. ალკოჰოლის უკანასკნელი მიღების დროს მოსწავლეთა 33% საკუთარ სახლში იმყოფებოდა, 23% სხვის სახლში, ხოლო 20% რესტორანში.კვლევაში მონაწილეობა 190-მა სკოლამ მიიღო. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი. მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული.