გარდაბანში 2 პირი დააკავეს (ვიდეო).

2017-03-13 13:23:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.მ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ჰ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, გარდაბანში დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული გარდაბანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ოქტომბრის ქუჩაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, „ტტ“-ს და მაკაროვის სისტემის პისტოლეტები და 15 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).