სადარბაზოს ავარიული შესასვლელის დემონტაჟი.

2017-03-13 12:55:33

მესხიშვილის ქუჩის #5 საცხოვრებელი კორპუსის, ერთ-ერთი სადარბაზოს შესასვლელის ავარიული ნაწილის დემონტაჟი ააიპ "უზრუნველყოფის" სამსახურმა განახორციელა. როგორც სამსახურის უფროსმა ზაზა კუპატაძემ "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, სადარბაზოს ნაწილის დემონტაჟი მოსახლეობის მიმართვის საფძველზე მოხდა. მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევაში, კორპუსის ამხანაგობამ წერილით უნდა მიმართოს რუსთავის მერიის კანცელარიას, შესაბამისი სამსახური განიხილავს განცხადებას, რის შემდეგაც მოხდებაა დემონტაჟი ან ობიექტს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.