243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

2017-03-13 12:23:03

2017 წლის 12 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ "დელტა"-ს მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია "მშენებელი 2011"-ის საფინანსო განყოფილების უფროსი ა.ბ. და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი ბ.ე. დააკავა, რომლებსაც ბრალად შპს-ს კუთვნილი, 243 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისება ედებათ.2015-2016 წლებში, ა.ბ. იკავებდა შპს სამშენებლო კომპანია "მშენებელი 2011"-ის საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობას, რა დროსაც ბ.ე.-ს პირად სახელფასო ბარათზე პერიოდულად რიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხებს და ხდებოდა ამ თანხების მითვისება.მათ წინააღმდეგ სამხედრო პოლიციაში საქმე სსკ-ის 182 - ე მუხლის II ნაწილის "დ" და III ნაწილის "ბ" პუნქტებით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის ან დიდი ოდენობითქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას ეხება და შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.