სხვა რუსთავი - სოციალურად დაუცველი თაობა (ვიდეო).

2017-03-12 22:25:50

დავით გარეჯის ქუჩის ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში ბეტონის, ნახევრად დანგრეული, გაურკვეველი შენობა იდგა. დღეს კი ბეტონის ობიექტის სიახლოვეს, ბავშვების სარეცხია გაფენილი. შენობასთან მისულებს ადგილობრივი მაცხოვრებელი დაგვხვდა. როგორც მან გვითხრა უსახლკარობის გამო, ამ ადგილს  უკვე ერთი წელია თავს აფარებს, თუმცა ცხოვრება არც თუ ისე სახარბიელო პირობებში უწევს. შენობაში 18 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის არიან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. რამდენიმე ოთახი უკავია, მრავალშვილიან ოჯახს, 10 სულიანი ოჯახი, 6 ბავშვი, მშობლები და ბებიები, შენობაში ერთი წელია ცხოვრობენ. ვიდეოში ნახავთ რა პრობლემები აქვთ სოციალურად დაუცველებს, რას ითხოვენ ადგილობრივი თვითმმართველობისგან და რა პასუხს სცემს მერია.