საქართველო vs რუსეთი.

2017-03-12 19:56:35

საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა "დინამო არენას" სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს. ქართველმა მორაგბეებმა ანგარიშის გახსნა მალევე მე-4 წუთზე შეძლეს. ლელოს დამიწება გიორგი კოშაძემ მოახერხა, რომელმაც ნაკრებში ჩატარებულ მეოთხე შეხვედრაში უკვე მეოთხე ლელო მიითვალა. თამაშის ბოლოს ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 28:14 დაფიქსირდა.