კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა.

2017-03-12 19:49:08

კოსტავას გამზირის რეაბლიტაცია გასულ წელს დაიწო და საბოლოოდ დასრულდა. შესრულებული სამუშაოების შესწავლა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მიღება-ჩაბარების კომისიამ დაიწყო. ექსპერტიზის დასკვნით, კოსტავას ქუჩაზე განხორცილებულ სამუშაოებში ცდომილებები არ არის, ხარისხთან მიმართებაშიც, დასკვნის მიხედვით, მნიშვნელოვანი დარღვევები არ იკვეთება, თუმცა ტერიტორიიდან გასატანია სამშენებლო ნარჩენები. ამ ეტაპზე მიღება-ჩაბარების კომისია შესრულებულ სამუშაოებს დეტალურად შეისწავლის და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციას კომპანიას გადაუგზავნის. ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ კი კომპანიასთან საბოლოო ანგარიშწორება მოხდება.