რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე საქველმოქმედო რბოლა გაიმართა. წყვილთა რბოლაში 50-მდე ავტომრბოლელი მონაწილეობდა. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. აქციის ორგანიზატორები შემოსული თანხით 9 წლის ზურა პაპიაშვილს დაეხმარნენ, რომელსაც ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციისთვის თურქეთში გადაყვანა ესაჭიროება. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ღონისძიება ივლისის თვეშიც გაიმართება.