გაზით ინტოქსიკაციის გახშირებული შემთხვევების გამო სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

2017-03-12 16:27:21

სამხარეო ადმინისტრაციაში რუსთავში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ბოლო დროს გახშირებული  შემთხვევების გამო სპეციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მახრის გუბერნატორი, ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევები განიხილეს და პრევენციის თავლსაზრისით განსახორციელებელ ღონისძებებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს. მხარის გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის განცხადებით, აბონენტებს, რომლებსაც არასწორად დამონტაჟებული გამაცხელებლები აქვთ, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნებათ, გარდა ამისა, ხვალიდან მოსახლეობის ინფორმირების პროცესი დაიწყება.

„მინდა მივმართო აბნონეტებს, რომლებასც აქვთ ე.წ ერთკამერიანი გამაცხელებლები, ხვალვე მიიღებენ შეტყობინებებს  და შესაბამისი შეტყობინების შემდეგ მიეცემათ დრო, რომ გამოასწორონ , თუ არა და აქტიურად ვიქნებით ჩართული და შესაბამისი ადმინისტრაციული ზომების გატარება მოგვიწევს.“ - აღნიშნა გუბერნატორმა. 

"სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლის განცხადებით, საინფორმაციო ბუკლეტები 5200 ოჯახს უკვე დაურიგდა, 10 დღის განმავლობაში კი  აღნიშნული ფლაერები მთლიანად რუსთავის მოსახლეობას გადაეცემა.