მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორი“ და ორგანიზაცია „ახალმა საქართველომ“ ახალი კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნებდან“ 37 დეპუტატი მილიონერია, ოპოზიციიდან - 4, მთავრობაში კი ექვსი მილიონერი მინისტრია. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, დეკლარაციების მიხედვით, საქართველოს მთავრობაში ექვსი მილიონერი მინისტრია. „მედიატორის“ წარმომადგენლის სოფო მუზაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე დეპუტატი დეკლარირებული მილიონერია.
წარმოგიდგენთ „მედიატორის“ კვლევის მიხედვით, მილიონერ პოლიტიკოსებს:
„ქართული ოცნების“ დეპუტატები:
შოთა შალელაშვილი 34.907.760 ლარი
იოსებ მაკრახიძე 12.733.919 ლარი
ბექა ოდიშარია 12.414.270 ლარი
ლევან კობიაშვილი 9.829.530 ლარი
კობა ნარჩემაშვილი 7.672.000 ლარი
ელგუჯა გოცირიძე 6.057.100 ლარი
ივლიანე წულაია 5.940.000 ლარი
კახაბერ ოქრიაშვილი 5.940.000 ლარი
გოჩა ენუქიძე 5.181.800 ლარი
მახირ დარზიევი 4.771.600 ლარი
დავით ჭიჭინაძე 4.248.800 ლარი
თამაზ ნავერიანი 3.982.500 ლარი
პაატა კვიჟინაძე 3.696.300 ლარი
რევაზ არველაძე 3.560.916 ლარი
გრიგოლ მიქელაძე 3.175.940 ლარი
გოდერძი ჩანქსელიანი 2.835.000 ლარი
ზაქარია ქუცნაშვილი 2.762.100 ლარი
ლერი ხაბელოვი 2.543.750 ლარი
ირაკლი კოვზანაძე 2.491.190 ლარი
სიმონ ნოზაძე 2.443.500 ლარი
ვიქტორ ჯაფარიძე 2.296.700 ლარი
ირაკლი ხახუბია 2.183.100 ლარი
ისკო დასენი 2.150.060 ლარი
ნინო წილოსანი 2.074.207 ლარი
კობა კობალაძე 1.949.400 ლარი
დავით სონღულაშვილი 1.922.400 ლარი
მერაბ ქვარაია 1.903.716 ლარი
გიორგი კახიანი 1.855.116 ლარი
ლევან კობერიძე 1.709.900 ლარი
გელა სამხარაული 1.550.680 ლარი
ირაკლი აბუსერიძე 1.400.000 ლარი
ოთარ დანელია 1.359.450 ლარი
ზაზა ხუციშვილი 1.325.160 ლარი
სამველ მანუკიანი 1.270.150 ლარი
აკაკი ზოიძე 1.100.203 ლარი
გიორგი ბეგაძე 1.024.920 ლარი
დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან:
კობა ნაყოფია - 8.033.500 ლარი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი)
სერგო რატიანი - 1.560.900 ლარი (ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი)
აკაკი ბობოხიძე - 1.219.450 ლარი (ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი)
მთავრობის მინისტრები, უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს:
კახა კალაძე - 36.604.500 ლარი
ტარიელ ხეჩიკაშვილი - 11.253.000 ლარი
ქეთევან ციხელაშვილი - 9.748.000 ლარი
გიორგი გახარია - 5.019.000 ლარი
ზურაბ ალავიძე - 2.442.000 ლარი
დიმიტრი ქუმსიშვილი - 1.965.000 ლარი.
"უძრავი ქონების შეფასებისას გამოყენებულია საბაზრო ღირებულება - იმ შემთხვევისთვის, როცა თავად დეკლარანტს ფასი მითითებული არ ჰქონდა. შესაბამისად, რიცხვების 100%-იან სიზუსტეზე პრეტენზია ვერ გვექნება"- განმარტა "მედიატორის" წარმომადგენელმა, სოფო მუზაშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ბეგაძეს დაუკავშირდა, როგორც ბეგაძემ აღნიშნა ის ფლობს გარკვეულ უძრავ ქონებას, თუმცა მილიონერობის ფაქტს უარყოფს. " თუ ვინმეს ჩემი ქონების ნახვა სურს, შეუძლია ნახოს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია"- განაცხადა დეპუტატმა.