თბილიის საკრებულოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. თბილისის საკრებულოს შენობის სახურავს ერთი საათის წინ ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საკვამურში დაფიქსირდა. ადგილზე სახანძროს 9 ბრიგადა იყო მობილიზებული, რომელთაც ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ფოტო: ზურა ჯაში